პირველ რიგში ქათმის მკერდს ვასუნელებთ მარილით და მშრალი აჯიკით, შემდეგ გახურებულ ტაფაზე ვბრაწავთ კარაქთან და ზეთთან ერთად. როგორც კი მიიღებს ოქროსფერს, შეგვიძლია გავუშვათ ღუმელში 180 გრადუსზე 10-12 წუთით. სოუსის მოსამზადებლად დაგვჭირდება გარჩეული და დაკეპილი ნიორი, რომელიც ქათმის ნამწვთან და ზეთთან ერთად უნდა მოვშუშოთ, შემდეგ დავუმატოთ ნაღები, მარილი და დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ. კრეკერის მოსამზადებლად ერთმანეთში უნდა შევურიოთ გამდნარი კარაქი, ფქვილი, მშრალი აჯიკა, ზეთი და კვერცხი. კარგად გავხსნათ ერთმანეთში, თხლად გადავუსვათ გამოსაცხობ სილიკონს და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 3-4 წუთით. კერძის გასაფორმებლად ასევე უნდა გამოვიყენოთ მწვანე ზეთი, რისთვისაც დაგვჭირდება მწვანილები და მზესუმზირის ზეთი, კარგად უნდა დავაბლენდეროთ გადავწუროთ და ზეთი მზად არის.