კომში გავთალოთ, ამოვიღოთ გული, კურკები ისე, რომ ძირი არ დავაზიანოთ. გავრეცხოთ კარგად, გავამშრალოთ ხელსახოცით და შევავსოთ დამზადებული ნიგვზიანი გულსართით. ბოლოს დავუმატოთ თაფლი (თითო კომშზე 1 სკ) და კარაქი. ტაფაში ჩავაფინოთ ფოლგა, გადეავიტანოთ კომში და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში (180-190°С) 1,5-2 საათით. ცხობისას უკვე სახლში ტრიალებს საოცარი სურნელი. გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელი დესერტია, ასევე ძალიან სასარგებლოა ხველის დროს.