ლობიო გავრეცხე, დავალბე და მოვხარშე. ღრმა სქელ ტაფაზე დავასხი ზეთი და ჩავყარე პატარა კუბიკებად დაჭრილი ხორცი. ცოტა რომ მოიბრაწა, დავუმატე კარაქი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი. ხახვი რომ დარბილდა, ჩავამატე ტომატპასტა და პაპრიკა, დავასხი 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დაბალ ცეცხლზე თავდახურულში მოიხარშა. დავუმატე მოხარშული ლობიო, დაჭრილი მწვანე წიწაკა, მარილი და წიწაკა გემოვნებით. ზემოდან მოვაყარე ქინძი. თურქები გარნირად მიირთმევენ ბურღულეულს და მწნილს. დიდი მოწონება დაიმსახურა, ძალიან გემრიელია!