გასუფთავებული კომში და ვაშლი (ნებისმიერი) დავჭრათ და ჩავყაროთ თუჯის ქვაბში, დავამატოთ წყალი, რომ არ მიიწვას. დავახუროთ თავსახური და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. შიგადაშიგ ვურიოთ ხის კოვზით, რომ არ მიიწვას. კარგად რომ დარბილდება (სჭირდება დაახლოებით 45 წთ), მოვაყაროთ შაქარი, ვადუღოთ 15 წთ. დაიწყებს ცოტა გამუქებასაც. გადავატაროთ ხელის ბლენდერი (ან ჩავსრისოთ, როგორც გინდათ). დავუმატოთ 1/4 ჩკ ლიმონმჟავა და უმნიშვნელოდ ცოტა ვანილი. ვადუღოთ სასურველი ფერის მიღებამდე მორევით. გემრიელად მიირთვით!