ცხვრის ხორცი დავჭრათ, დავასხათ წყალი და ცეცხლზე დავდგათ. ხარშვისას მოვხადოთ ქაფი. დუმა რომ მოიხარშება, ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და ჩავაბრუნოთ ქვაბში. ვისაც ნაკლებცხიმიანი წვნიანი უყვარს, ცხვრის დუმას ნუ გამოიყენებს. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, შემდეგ ჩავუმატოთ ბულიონს. ხორცი რომ მოიხარშება, ჩავუმატოთ სანელელები და ტომატპასტა, ბოლოს დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი (თითო-თითო კონა) და ნიორი.