ბისკვიტი: კვერცხი, შაქარი და მარილი (დანის წვერით) ავთქვიფოთ 1-2 წთ ხელის სათქვეფით, დავუმატოთ მაწონი (ან კეფირი), სოდა, ზეთი, კაკაო, ფქვილი და გამაფხვიერებელი. ავურიოთ კარგად. დავასხათ ქაღალდდაფენილ საცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170-180 გრდუსზე, მზაობა შეამოწმეთ ჩხირით. კრემი: ქვაბში ავთქვითოთ კვერცხი ხელის სათქვეფით, პორციებად დავასხათ რძე, გავხადოთ ერთიანი მასა და შემდეგ გავწუროთ საწურზე, დავამატოთ შაქარი, მოვურიოთ და დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ 1-2 წთ. გადმოვიღოთ, გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე. ასევე კარაქიც უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. 5 წთ დავამუშაოთ კარაქი და შევურიოთ პორციებად მოხარშული რძის ნაზავი, რომელიც უნდა იყოს ბლანტი მასა. ბოლოს დავუმატოთ ვანილი. დავკრემოთ ნამცხვარი და გავაფორმოთ სურვილისამებრ. ეს კრემი 2 დიდ ბისკვიტს ყოფნის თავისუფლად და გამოდის საკმაოდ ნორმალური სიმაღლის. მიირთვით გემრიელად! * შეგიძლიათ მოამზადოთ სამ- ან ოთხფენიანი ნამცხვარი. ფორმის ზომა 32/28 . შეგიძლიათ მოამზადოთ 1 ბისკვიტი 24 ან 26 დმ ფორმის საცხობ ფორმაში, გაჭრათ შუაზე და დაკრემოთ. ჭიქა - 200-გრამიანი