კვერცხი მსუბუქად გათქვიფეთ, დაუმატეთ შესქელებული რძე, შემდეგ - ფქვილი და სოდა. კარგად გათქვიფეთ და გადაიტანეთ ცხიმწასმულ, ქაღალდდაფენილ ფორმაზე (ზომა: 42x30). გამოცხვეთ 180 გრადუსზე 8-10 წუთით. გამოდის ამ ზომის 2 ბისკვიტი. შიგთავსად გაუკეთეთ კრემი ან ჯემი, ასევე სასურველი ხილი.