ჯამში მოვათავსოთ კარაქი, ფქვილი და შევაზილოთ ერთმანეთს. დავუმატოთ არაჟანი და კვერცხი, მარილი, გამაფხვიერებელი და მოვზილოთ ფაფუკი ცომი. დავასვენოთ ცომი და მოვამზადოთ გულსართი: შაქარი, კარაქი და ფქვილი კარგად გადავზილოთ ერთმანეთში. დროის გასვლის შემდეგ ცომს ვყოფთ 2 ნაწილად და ვაბრტყელებთ. ვუსვამთ კვერცხის ცილას, ვაყრით გულსართს და ვახვევთ როლად.ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და სასურველ ფორმებად დავჭრათ. ვაცხობთ ღუმელში 170 გრადუსზე 20-25 წთ. ძალიან გემრიელი ქადებიც მზად არის!