ნიგოზი წვრილად დაჭერით და ტაფაზე გადაიტანეთ, დაუმატეთ კარაქი. ხშირად ურიეთ, რომ არ დაიწვას. ყავისფერს რომ მიიღებს, გადმოდგით ცეცხლიდან და ჯამში გადაიტანეთ გასაგრილებლად. ნაღები ამოიყვანეთ მიქსერით, დაუმატეთ ცოტა ერითრიტოლიც სიტკბოსთვის (თაფლის დამატებაც შეიძლება), შემდეგ შეათქვიფეთ კრემყველი. აიღეთ ჭიქა, ჯამი ან ნებისმიერი სხვა ჭურჭელი. ჯერ კრემი გადაიტანეთ, შემდეგ ნიგოზი, შემდეგ ისევ კრემი და ა.შ. სანამ ბოლომდე არ შეივსება. გააგრილეთ მაცივარში მინიმუმ 3 სთ-ით. გემრიელად მიირთვით!