ღორის სუკი: ღორის სუკი უნდა დავჭრათ თხელ ფენებად და გადავაბათ ერთმანეთს. მსუბუქად დავსეროთ. მოვაყაროთ მარილი, ცოტა ძმარი და ზეთი მოვასხათ, კარგად გადავზილოთ, რომ გემოები გაუჯდეს. ტაფაზე მოვთუშოთ ხახვი, ნიორი, ხმელი სალბის ფოთლები, როზმარინი, ქიშმიში, მოხალული თხილი, თეთრი მშრალი ღვინო. დავაყაროთ მარილი, ლიმონის ცედრა და მოვაყაროთ საფანელი. ბოლოს დავუმატოთ კარაქი. ეს მასა გადავიტანოთ ღორის ხორცის ზედაპირზე, გადავანაწილოთ კარგად, გადავახვიოთ რულეტივით და სქელი ძაფით გადავკოჭოთ. გარედან მოვაყაროთ მარილი, წავუსვათ ზეთი და გამოვაცხოთ ღუმელში 220 გრადუსზე 20 წუთით, შემდეგ 180 გრადუსზე 40 წუთით. გარნირი: ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე: ყვავილოვანი კომბოსტო დავჭრათ და ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში. დაახლოებით 10 წუთში გადმოვიღოთ და დავაბლენდეროთ მაღალცხიმიან ნაღებთან და მარცვლოვან მდოგვთან ერთად. შევაზავოთ მარილით. თუ ნაღები საკმარისად ცხიმიანი არ არის, დავამატოთ კარაქიც. კარალიოკის ტკბილ-ცხარე ჯემი: კარალიოკი დაჭერით, მოაყარეთ შაქარი, სულ ცოტა მარილი. ხშირად ურიეთ. მალევე მოასხით ლიმონის წვენი და ღვინო. ისევ ურიეთ. ფერს რომ შეიცვლის და ღვინოც დაშრება, მოაყარეთ წიწაკა, მიხაკი და დარიჩინი. ადესის სოუსი: ქვაბში ზეთში მოთუშეთ წითელი ხახვი, დაუმატეთ ნიორი. რომ მოითუშება, დაუმატეთ ადესის წვენი და ძმარი. შევაზავოთ მარილითა და პილპილით. უნდა ვადუღოთ, დავაბლენდეროთ და შემდეგ კვლავ ცეცხლზე დავაბრუნოთ. ბოლოს დავუმატოთ კარაქი. ამ ორიდან გამოიყენეთ ერთ-ერთი - ადესის სოუსი ან კარალიოკის ჯემი. ბარდის და შაშხის თბილი სალათა: ტაფაზე დავასხათ ცოტა ზეთი. შაშხი პატარა კუბებად დავჭრათ. რომ დაიბრაწება და თავის ცხიმს გაუშვებს, დავაყაროთ გაყინული ბარდა და ერთად დავბრაწოთ. შევაწავოთ მარილითა და პილპილით. გემრიელად მიირთვით! „ნიკორას“ მასტერკლასი მომავალშიც ჩატარდება და ნებისმიერ მსურველს მიეცემა მონაწილეობის შესაძლებლობა. იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი მასტერკლასი, თვალი ადევნეთ „ნიკორას“ ფეისბუქგვერდს.