გოგრა დავჭრათ პატარა კუბებად, გადავიტანოთ ქვაბში, მოვბრაწოთ 100 გ (მეორე ნახევარი დასანამად დაგვჭირდება) კარაქთან ერთად. დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მოხალული ნუში, დარიჩინი, შაქარი, ფორთოხლის ცედრა და წვენი. დავუმატოთ ალუბლის ჩირი და დისარონი დავასხათ. შემდეგ გადმოვიტანოთ და გავაგრილოთ. მზა ფილოს ცომი ფენა-ფენა დავნამოთ გამდნარი კარაქით და ფორთოხლის ცედრა მოვაყაროთ, ცენტრში გადავიტანოთ გამზადებული შიგთავსი და ტოლმის პრინციპით გადავახვიოთ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე სრულ დაბრაწვამდე. გემრიელად მიირთვით! „ნიკორას“ მასტერკლასი მომავალშიც ჩატარდება და ნებისმიერ მსურველს მიეცემა მონაწილეობის შესაძლებლობა. იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი მასტერკლასი, თვალი ადევნეთ „ნიკორას“ ფეისბუქგვერდს.