კვერცხი, მარილი, წყალი და ფქვილი: მოვზილოთ ცომი. ცომის გადასაბრტყელებლად გამოვიყენე ხელსაწყო, ძალიან პრაქტიკული. ჯერ ოთხად გავაბრტყელე შემდეგ უფრო დავათხელე და ხუთად. ცაკლე ისპანახი და ზეთი დავაბლენდერე, დავუმატე გახეხილი სულგუნი, მარილი და პილპილი გემოვნებით. გაბრტყელებული ფენა ადუღებულ, მარილიან წყალში 2 წთ გავაჩერე, შემდეგ საწურით ამოვიღე და ცივი წყალი გადავავლე. ყველა ფენას სათითაოდ წავუსვიი ისპანახის მასა. ვინაიდან ისპანახი ზეთიანი იყო ფენებზე კარაქი აღარ წავუსვი. ყველა ფენა მოვხარშე გარდა ბოლო ფენისა, რომელიც ზემოდან დავაფარე და დავჭერი სასურველი ზომის ნაჭრებად. ზემოდან წავუსვი კვერცხის გულისა და არაჟნის ნაზავი. გამოვაცხვე ღუმელში 200 გრადუსზე 15-წთ. ძალიან განსხვავებული და გემრიელი გამოვიდა. მე პატარა ფორმით გავაკეთე, ამიტომ მხოლოდ 2 ც კვერცხი გამოვიყენე.თუ დიდი ფორმა გაქვთ კვერცხის რაოდენობა გაზარდეთ. გემრიელად მიირთვით!