ბისკვიტი: ნიგოზი მოხალეთ ტაფაზე და გააცივეთ. შემდეგ დაჭერით წვრილ ნაჭრებად. ქიშმიში გაასუფთავეთ და დაასხით თბილი წყალი. დატოვეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. სხვადასხვა ჯამში ერთმანეთისგან გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ ცილა, ხოლო გული დროებით შეფუთეთ და შედგით მაცივარში. კვერცხის ცილას დაუმატეთ ცოტა მარილი, ვანილი და ათქვიფეთ მიქსერით. მორევის პროცესშივე ნელ-ნელა დაუმატეთ დაფქული შაქარი და სიმინდის სახამებელი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი, ფაფუკი მასის მიღებამდე.ქიშმიშს გადაუწურეთ წყალი, დაამატეთ დაჭრილი ნიგოზი, სიმინდის სახამებელი და კარგად მოურიეთ. ეს ყველაფერი ჩაყარეთ უკვე გამზადებული ბისკვიტის მასაში და კვლავ მოურიეთ.დიდ გამოსაცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი ზომა: 20-21 სმ. ცომი გაყავით 3 ნაწილად და მოათავსეთ ფორმაში. შედგით ღუმელში 170 გრადუსზე და დატოვეთ 35-40 წუთის განმავლობაში. კრემი: კვერცხის გულს დაუმატეთ შაქარი, ვანილი, რძე და დადგით საშუალო ტემპერატურაზე. პროცესშივე მოურიეთ ხელის სათქვეფით, სქელი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადმოდგით გაზქურიდან და დაუმატეთ შოკოლადის ფილა. დაელოდეთ გაცივებას და ჩადგით მაცივარში. გამომცხვარ ბისკვიტებს მოაცალეთ პერგამენტის ქაღალდი და ზედმეტი ცომი. სანამ ბისკვიტები გაცივდება, აიღეთ ახალი ჯამი და ჩააგდეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი. მიქსერის საშუალებით კარგად გათქვიფეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ უკვე გაცივებული შოკოლადის კრემი. ნამცხვრის აწყობა:ბისკვიტებს სათითაოდ წაუსვით კრემი და დაადეთ ერთმანეთს ფენებად. არ დაიშუროთ კრემი, განსაკუთრებით ზედა ფენაზე და ირგვლივ. ზედაპირზე ბლომად მოაყარეთ ნიგოზი, შემდეგ მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!