გამოსაცხობად დაგჭირდებათ 20-23 სმ ტარტის ფორმა, რომელზეც მოათავსებთ ცომს. დაჭერით ხახვი და მოათავსეთ საკონდიტრო ცომზე. დაამატეთ შავი პილპილი გემოვნებით. საშუალო ზომის თასში შეურიეთ გახეხილი მოცარელა, პარმეზანი და მაიონეზი „სლობოდა“. ეს ნარევი თანაბრად გადაანაწილეთ ხახვზე. დაჭერით პომიდორი და დაალაგეთ მომზადებულ მასაზე. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი რეჰანი და ორეგანო. გამოაცხვეთ 175 გრადუსზე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში. მომზადებულმა ცომმა ოქროსფერი შეფერილობა უნდა მიიღოს. სურვილისამებრ მოაყარეთ კონსერვირებული სიმინდის მარცვლები. R