გამოსაცხობად დაგჭირდებათ 20-23 სმ ტარტის ფორმა, რომელზეც წინასწარ მოათავსეთ თხელი საცხობი ქაღალდი. დიდ თასში მაიონეზი „სლობოდა“ და რძე ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შემდეგ მაიონეზსა და რძეს შეურიეთ. საცხობ ფორმაში მოათავსეთ კიშის ცომი. მასზე რამდენიმე ფენად მოალაგეთ წინასწარ მოწალული და დაჭრილი ისპანახი, გახეხილი ჩედარი და ხახვი. ნელ-ნელა ჩაასხით თასში მომზადებული ნარევი და გადააფარეთ ფოლგა. მოათავსეთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოხსენით ფოლგა და ცხობა კიდევ 10-15 წუთის განმავლობაში გააგრძელეთ. კიში ოქროსფერი უნდა გახდეს. გემრიელად მიირთვით! R