გოჭი შეტრუსეთ, რომ ზედმეტი თმა მოშორდეს. გულდასმით გაასუფთავეთ და მუცელი მთელ სიგრძეზე კისრიდან კუდამდე გაჭერით. თუ უკვე გასუფთავებულია, წვალება აღარ მოგიწევთ. კარაქი და აჯიკა შეურიეთ ერთმანეთს და მთლიან გოჭზე გადაანაწილეთ. ღუმელი გააცხელეთ 190-200 გრადუსზე და შედგით გოჭი. ცხიმი, რომელიც გამოეყოფა, ხშირ-ხშირად დაასხით თავზე. გოჭის ღუმელში შეწვას დაახლოებით 1.5 სთ სჭირდება, თუმცა მაინც თქვენს ღუმელზეა დამოკიდებული. მთავარია, გარედან დაიბრაწოს და დარწმუნდეთ, რომ შიგნიდანაც მზად არის. რჩევა: კუდი და ყურები რომ არ დაიწვას, ალუმინის ქაღალდით (ფოლგით) შეფუთეთ.