ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში. კვერცხი, შაქარი გავთქვიფოთ და შევურიოთ სახამებელი, დავუმატოთ ვანილი და მარილი. ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცალკე ქვაბში მოვათავსოთ 1 ლ რძე. რომ შეთბება, ამ ერთი ლიტრიდანვე ამოვიღოთ დაახლოებით 200 მლ რძე და დავასხათ კვერცხიან მასას. დანარჩენი რძე ავადუღოთ და უკვე ეს მიღებული კვერცხიანი მასა ჩავუშვათ ადუღებულ რძეში ნელ-ნელა, თან ვურიოთ. წამოდუღდება, შესქელდება და მზადაა. გადმოვიღოთ და ცხელსავე შევაზილოთ დამბალი ჟელატინი და კარაქი. გადავაკრათ სამზარეულოს ცელოფანი და გავციოთ. გამოყენების წინ გათქვიფეთ, არის ფუმფულა და გემრიელი. ეს კრემი გამოდგება როგორც შუ-ეკლერისთვის, ასევე ტორტის ბისკვიტისთვის.