„ემიგრაციიდან ახალი დაბრუნებული ვარ და ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით. ოჯახმა, სადაც ვმუშაობდი, მჭადის გამოცხობა მთხოვა. უფ, გაგახარათ ღმერთმა ამაზე ადვილი რა არის, გავიფიქრე. ხოდა თქვენ ხართ ჩემი ბატონი, დავაპიწკინე ჩვენებური მჭადი, მაგრამ რად გინდა... დამიწუნეს... მერე მასწავლეს იქაური მჭადის ცხობის რეცეპტი (ქართველ ებრაელებთან ვმუშაობდი). თავიდან გავიკვირვე, მაგრამ იმდენად მომეწონა, აგერ საქართველოში დაბრუნებულიც კი ვაცხობ. მეტყვით ეგ მჭადი არაო, კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ ჩემს ოჯახში იმდენად მოიკიდა ფეხი ებრაელების მჭადმა ორ დღეში ერთხელ მაცხობინებენ...“ - წერს ვერიკო ჯაჭვაძე. გიზიარებთ რეცეპტს: ცომი უნდა იყოს ჩვილი. მოვზილე ცომი და დავტოვე გასაფუებლად. სველი ხელებით ამოიღეთ გუნდა, ხელშივე მიეცით ბურთულის ფორმა და დადეთ ცხელ ზეთდასხმულ ტაფაზე. თავზე დავაფაროთ თავსახური ორიოდე წუთით. ვაცხოთ საშუალო სიმხურვალის ცეცხლზე. უგემრიელესია, მენდეთ!