ბანანი დაჭერით და კარგად დააბლენდერეთ. შეურიეთ კვერცხი და კვლავ დააბლენდერეთ. კაკაოს შეურიეთ გამაფხვიერებელი და ვანილი. სველი და მშრალი ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს, გადაიტანეთ 20 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით. მინანქარი: დაჭერით შოკოლადი და გაადნეთ კარაქსა და რძესთან ერთად მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, გადაანაწილეთ გაგრილებულ ნამცხვარზე. გემრიელად მიირთვით!