ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა და კაკაო აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ მარილი, შაქარი და ვანილი. კეფირი (ან მაწონი) გათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კვერცხთან ერთად. ნელ-ნელა შეათქვიფეთ მშრალი ინგრედიენტები, გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით. რომ გამოცხვება, გააგრილეთ და გაყავით სამ ტოლ ნაწილად. კრემი: მაღალპროცენტიანი არაჟანი შაქრის პუდრასთან ერთად გათქვიფეთ. ქლიავის ჩირს მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ამოიღეთ წყლიდან და წვრილად დაჭერით. ფენებს შორის გადაანაწილეთ კრემი, მოაყარეთ ქლიავის ჩირი და ნიგოზი. სურვილისამებრ გარგარის ჩირის გამოყენებაც შეგიძლიათ. შეგიძლიათ თავზე მოასხათ შოკოლადის მინანქარი ან უბრალოდ ნიგოზი მოაყაროთ. მინიმუმ 1 საათით გააჩერეთ მაცივარში და მიირთვით.