კვერცხს შეურიეთ დარბილებული კარაქი და თაფლი. შემდეგ - შაქარი, მარილი, დარიჩინი და სოდა. დადგით ორთქლის აბაზანაზე 10 წუთით და განუწყვეტლივ ურიეთ. გადმოდგით და გააგრილეთ. შემდეგ დაუმატეთ მითითებული ფქვილის ნახევარი და მოურიეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, სამუშაო ზედაპირზე დარჩენილი ფქვილი დაყარეთ, ცომი გადაიტანეთ და მოზილეთ. ფქვილს მთლიანად რომ შეირევს, გაყავით ორ ნაწილად - ერთი შედარებით დიდი ზომის უნდა იყოს, მეორე - პატარა. დიდი ზომის ცომი გააბრტყელეთ საცხობი ფორმის ზომაზე. საცხობ ფორმაზე დააფინეთ ქაღალდი, გადაიტანეთ ცომის პირველი ნაწილი, თავზე გადაანაწილეთ სასურველი ჯემი (კიდეებიდან 2 სმ ადგილი დაიტოვეთ), შემდეგ გადააფარეთ ცომის მეორე ნაწილი, შეკარით გვერდები და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში.