დაჭრილ ნიგოზს ვზომავთ ჭიქებით, როგორ ჭიქაშიც ვყრით ნიგოზს, იმავე ჭიქით ვზომავთ თაფლსაც. 2 ჭ დაჭრილ ნიგოზზე ნახევარი იგივე ჭიქა თაფლი დაგჭირდებათ. ესაა ზუსტი პროპორციები. გოზინაყი გამოდის არც მაგარი და არც დაშლადი. ნახევარ ჭიქა თაფლს ვასხამთ ქვაბში, სამჯერ წამოვადუღებთ და გადავდგამთ. მეოთხე ჯერზე დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ ზუსტად 1 წთ. შემდეგ დავაყაროთ იგივენაირი 2 ჭიქის სავსე დაჭრილი ნიგოზი და მუდმივი მორევით ვშუშოთ. აქ ვამატებთ 1 სკ შაქარსაც. თაფლსა და ნიგოზს ერთად ვშუშავთ ზუსტად 3 წთ. შემდეგ გადაგვაქვს სველ დაფაზე, ვასწორებთ გვერდებში, ვტკეპნით სველი საბრტყელებლით და ოდნავ შეგრილებულს ვჭრით.