ვზელთ საფუარიან ცომს, რომელსაც გაფუების მერე ვყოფთ ორ ნაწილად, ვათხელებთ სათითაოდ და ზევიდან თხლად ვუსვამთ დარბილებულ კარაქს, გადავკეცავთ და ცელოფანით ვინახავთ მაცივარში, სანამ ყველს მოვამზადებთ. ასეთი ცომი შეგიძლიათ რამდენიმე დღე შეინახოთ მაცივარში ან საყინულეში დიდი ხნით. ესეც დიდი უპირატესობა ამ ცომისა. ყველი გავხეხოთ ან დავფშნათ. გავათხელოთ ცომი საცხობის ფორმისა და ზომის (ჩემთან - 36 X 32 სმ) მიხედვით. ვაბრტყელებთ ერთ ცომს, გადაგვაქვს საცხობზე, ვაყრით მთელ ყველს, ვაფარებთ მეორე გაბრტყელებულ ცომს, ამოვუკეცავთ გვერდებს, დავსერავთ (ვჭრით), როგორც ვჭრით ხაჭაპურს. ბოლომდე ჩაჭრა არაა საჭირო, მხოლოდ ზედა ფენა ადგილ ადგილ კარგად უნდა გაიჭრას საჰაერო რომ ჰქონდეს. ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 180-190 გრადუსზე, შეწითლებამდე, სასწაული ხაჭაპური გამოდის!