400-500 მლ თბილ წყალს დავამატე მარილი, შაქარი, საფუარი, კარგად გავხსენი და ხუთი წუთით მივდგი გვერდით, დავამატე გაცრილი ფქვილი და წინასწარ ათქვეფილი კვერცხი. მოვზილე ჩვილი ცომი, ბოლოს გადავზილე ზეთით. დავაყოვნე ერთი საათით. წვრილად დაჭრილი ხახვს დავამატე ფარში, ზეთი, მოვშუშე კარგად. რომ დაიბრაწა, დავამატე ზემოთ ჩამოვლილი, დარჩენილი ინგრედიენტები. ამოვაგუნდავე 100 გრ ცომი და 2 სკ შენელებული ფარში ჩავდე, მივეცი ღვეზელის ფორმა, დავაყოვნე 5 წუთით, რომ კიდე კარგად გაფუებულიყო. შევწვი ბლომად ზეთში. გემრიელად მიირთვით!