2 კგ ისპანახი გავარჩიე, ჩავალბე ცივ წყალში და კარგად გავრეცხე. ქვაბში ავადუღე წყალი დავუმატე ნახევარი ჩაის კოვზი სოდა და ჩავყარე ისპანახი. რომ მორბილდა გადავიტანე საწურზე გადავავლე ცივი წყალი და გავწურე. ტაფაზე კახურ ზეთში მოვშუშე ხახვი, ნიორი, დავუმატე დანით დაკეპილი ისპანახი, ბლომად ქინძი, მარილი და დაღერღილი წიწაკა გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!