ერთ ლიტრა რძეში ვხარშავთ ფაფას, ვაციებთ. კარაქს გავთქვეფავთ და შევათქვეფავთ უკვე გაციებულ რძის ფაფას. აქვე შევათქვეფავთ ერთ ქილა მოხარშულ შესქელებულ რძეს და ერთ ქილა თეთრ შესქელებულ რძეს. ერთ ვანილს ვამატებთ ხარშვაში, მეორე ვანილს კარაქს დავამატებთ თქვეფაში. გამოდის ძალიან გემრიელი კრემი. ვიდეორეცეპტი დაგეხმარებათ მომზადებაში და თანმიმდევრობით ნახავთ როგორ გავთქვიფოთ რომ არ აგეჭრათ კრემი. ჭიქა - 250 მლ-იანი