დავჭრათ ხორცი, მწვანილები წვრილად. ასევე კარტოფილი, ბადრიჯანი, სოკო, ბულგარული და ქოთანში ფენა-ფენა მოვალაგოთ ჯერ ხახვი, კარაქი, ხორცი, მერე - ბოსტნეული. დავასხათ თეთრი ღვინო, ცოტა წყალი, მარილი, ზემოდან დავალაგოთ ჩერი პომიდორი. დავადოთ დაფნის ფოთოლი, დავდგათ ნელ ცეცხლზე ან ღუმელში გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. უკვე კარგად რომ მოიხარშება ხორცი, დავუმატოთ 1 სკ ტომატი (გაითვალოსწინეთ, ცხელ ქოთანს არასდროს არ დაასხათ წივი წყალი, აადუღეთ და ისე დაამატეთ, თორემ გასკდება). კიდევ ჩანახს არ უნდა მორევა.