ფორთოხალი გახეხეთ, რომ ცედრა მიიღოთ. გამოწურეთ მისგან წვენი. ჯამში გადაიტანეთ შვრია, დაასხით ფორთოხლის წვენი და მოურიეთ. დატოვეთ 20 წუთით. ნიგოზი 3-5 წუთით მოხალეთ, დაჭერით და შეურიეთ ცომს. შემდეგ დაუმატეთ შაქარი (ან სხვა დამატკბობელი), შვრიის ფქვილი (თუ მზა ფქვილი არ გაქვთ, უბრალოდ დააბლენდერეთ შვრია და ფქვილად იქცევა), გამაფხვიერებელი და ქოქოსის ფანტელები. დაუმატეთ ფორთოხლის ცედრა, ბოლოს კი ზეთი. კარგად ამოურიეთ, რათა ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი, წაუსვით ზეთი ზედაპირზეც და გვერდებზეც. გარედან ალუმინის ქაღალდი შემოახვიეთ, რომ არ დაიწვას. გადაიტანეთ ცომი და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით. რომ გაგრილდება, შეგიძლიათ თავზე მოასხათ შოკოლადის მინანქარი. შეგიძლიათ უბრალოდ გაადნოთ შოკოლადი, ცოტა ზეთი შეურიოთ და ის გადაასხათ ნამცხვარს.