წყალი, შაქარი, კარაქი, მარილი, საფუარი შევურიოთ ერთმანეთს კარგად, შემდეგ დავამატოთ კვერცხი და ფქვილი. ისეთი ცომი უნდა მივიღოთ, რომ ხელზე არ გვეკრობოდეს. ცომი უნდა იყის რბილი და ფაფუკი. ცოტა ხნით, დაახლოებით 15 წთ, გავაჩეროთ ცომი, შემდეგ მივცეთ მრგვალი ფორმა და დავაყოვნოთ ერთი საათით, რომ კარგად აფუვდეს. შემდეგ გადავუსვათ კვერცხის გული ზემოდან და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთით. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ცომში ქიშმიში. გემრიელად მიირთვით! ჭიქა - 200-გრამიანი