დაჩოფერებულ ორცხობილას (მე გამოვიყენე მუქი შეფერილობის) დავუმატოთ გამდნარი კარაქი, ავაფხვიეროთ კარგად და გადავიტანოთ 18 სმ დიამეტრის ფორმაში, დავტკეპნოთ და მოვათავსოთ მაცივარში 1 საათით. კრემყველი გავთქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ არაჟანი, შაქრის ფხვნილი და ვანილი. მიღებული მასა გავყავი სამ თანაბარ ნაწილად. სამივე მასას დავუმატე საკონდიტრო ფერი, პირველს - ძალიან ცოტა, მეორე და მესამე უფრო გავამუქე. ამის შემდეგ მოვამზადებთ ჟელატინს: 17 გ. ჟელატინს დავასხი 50 მლ. ცივი წყალი და დავდგი ასაფუებლად. აფუებულ ჟელატინს ვათბობთ მიკროტალღურში ორთქლის აბაზანაზე ისე, რომ თხევადი მასა მივიღოთ, უკვე მზა ჟელატინს ვუმატებთ არაჟნიან მასას და ვათავსებთ ორცხობილაზე, მაცივარში ვათავსებთ გამყარებამდე, ასე ვიმეორებთ დანარჩენ ორ ფენაზეც. ბოლოს მაცივარში ვტოვებთ 4-5 საათი ან მთელი ღამით, მოვრთავთ სურვილისამებრ. გემრიელად მიირთვით!