ნიგოზი დავაქუცმაცოთ, დავუმატეოთ შაქარი, ცილა, ვანილი და დარიჩინი. ცომისთვის მაგიდაზე დავამუშავოთ კარაქი (ან მარგარინი) და ფქვილი, ამ მასას შუაში ჩაღრმავება გავუკეთეთ, დავუმატოთ კვერცხის გულები, არაჟანი სოდით, მარილი, ვანილი. მოვზილოთ ფაფუკი ცომი. გავანაწილოდ 2-3 გუნდად და მოვათავსოთ მაცივარში ან ცივ ოთახში მინიმუმ 1 საათით. შემდეგ გავაბრტყელოთ მრგვლად და პიცის საჭრელით ან დანით დავჭრათ სამკუთხედეებად. მოვათავსოთ გულსართი და გადავახვიოთ. ვაცხობთ 180°-ზე მზაობამდე. ბოლოს მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!