გამდნარი კარაქი და ორივე სახის შაქარი ავთქვიფოთ კარგად, შემდეგ დავამატოთ კვერცხი და ვანილი და განვაგრძოთ თქვეფა, შემდეგ დავამატოთ ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი, მარილი, შოკოლადი და ქიშმიში. ეს ყველაფერი კარგად ავთქვიფოთ. მიღებული მასა კოვზით მოვათავსოთ საცხობ ფორმაზე, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 15-20 წუთით. გემრიელად მიირთვით!