კვერცხს დაუმატეთ შაქარი და გათეთრებამდე ათქვიფეთ. დაუმატეთ არაჟანი, ზეთი და ამოურიეთ. ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი, მარილი და ჩააცერით ცომს. ვაშლი გათალეთ და დაჭერით კუბიკებად, შეურიეთ ცომს. ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში (აქ: 24 სმ დიამეტრი), თავი გააფორმეთ თხლად დაჭრილი ვაშლით ისე, რომ ვარდის ფორმა მიიღოთ. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით. გემრიელად მიირთვით!