ხორცი გავრეცხოთ კარგად. მარილში, სოდაში, ძმრით და ბოლოს გამდინარე წყალში. წამოდუღდება მოვხადოთ ქაფი. ფაშვი და ფეხები უნდა მოვხარშოთ ცალ-ცალკე. ასე მომზადებული ბევრად გემრიელია. როცა მოიხარშება ფაშვი, მხოლოდ ფაშვი უნდა გადავიტანოთ (ფაშვის ნახარშს არ ვიყენებთ) ფეხების ნახარშში. თეფშზე შევაზავოთ დანაყილი ნიორით, მარილით და რძით სურვილისამებრ. შოთი და არაყიც ძალიან უხდება.