მთლიან კვერცხს ვთქვეფ მიქსერით 2-3წთ ,ვუმატებ ვანილს, სახამებელს და შაქარს. ვაგრძელებ თქვეფას 18 წთ ხელის მიქსერით (თუ გაქვთ ძლიერი ელექტრო მიქსერი დაგჭირდებათ 15 წთ). დროს მოითხოვს, მაგრამ გამოდის ძალიან კარგი. ფქვილს ვუმატებ კაკაოს (ვცრი ორივეს), კარაგ ვურევ ერთმანეთს და თითო კოვზით ვუმატებ კვერცხიან მასას (აქ გამოვიყენე ხელის სათქვეფი) ძალიან ფრთხილად და სწრაფად, რომ ცომი არ დავარდეს. გადამაქვს ფორმაში (26 სმ დიამეტრის) და ვაცხობ 170-175 გრადუსზე, ჩემსას დასჭირდა 1 სთ და 15 წთ, გააჩნია ღუმელს. ტორტის რეცეპტები ნახეთ აქ