ერთად ვაჩოფერებ წვრილად ხახვს, ნიორს, სტაფილოს, ბულგარულ წიწაკას, ოხრახუშს, ქინძს. ცალკე ვაჩოფერებ წმინდად 1 ც პატარა კარტოფილს და 1 ნაჭერ ჩამბალ პურს. შემდეგ ყველაფერს ვურევ ქათმის ფარშს. ცოტა სოიოს სოუსიც უხდება. მარილი და წიწაკა - გემოვნებით. ვწვავ ზეთში, დაბალ ცეცხლზე. გემრიელად მიირთვით!