თბილ წყალში გავხსნათ ბოლომდე საფუარი, დავამატოთ ზეთი, ძმარი, მარილი, შაქარი. მოვზილოთ რბილი ცომი. გავაბრტყელოთ და წავუსვათ დარბილებული კარაქი. დავკეცოთ ან გადავახვიოთ რულეტივით, ჩავდოთ თავდახურულ ჭურჭელში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით. ამის შემდეგ ცომი მზადაა გამოსაყენებლად.