თევზი გავასუფთაოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ სასურველ ზომებად, მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ზეთში. გატარებული ნიგოზი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ზაფრანა, მარილი და წიწაკა, ნედლი ქინძი, ხახვის პატარა ნაჭერი და ნიორი დავაბლენდეროთ, დავუმატოთ მაიონეზი (სახლში მომზადებული), გავხსნათ გადადუღებულ გაციებულ წყალში სასურველ სისქეზე. ჩავალაგოთ გაგრილებული თევზი. ზემოდან მოვასხათ სურვილისამებრ ნიგვზის ზეთი.