კვერცხი და ცილა განვაცალკევე. ცილა გავთქვიფე კარგად მწიკვ მარილთან ერთად, დავუმატე შაქარი, გულები. ჩავაცერი ფქვილის და კაკაოს ნარევი და სილიკონის კოვზით ამოვურიე ნაზად. ვაცხვე 130 გრადუსზე ორივე წვით მზაობამდე. ფორმის ზომა - 25/25 კრემის ყველა ინგრედიენტი გავაერთიანოთ და მოვადუღოთ ფაფა. როგორც კი გაუჩნდება პირველი ბუშტები, გამოვრთოთ, გავაციოთ და გავთქვიფოთ მიქსერით. 200 გრ გაყინულ ალუბალს დავაყარე შაქარი გემოვნებით. წვენი რომ გამოუშვა, გადავწურე. წვენი წამოვადუღე და ცივს დავუმატე ცოტა კონიაკი. ტორტს ჩამოვაჭერი გვერდები, გავყავი სამ ნაწილად. დავნამე, შემდეგ კრემი გადავუსვი, შემდეგ - ალუბლის ნახევარი. მეორე ფენაც იმავენაირად. ზემოდან მესამე ფენა დავადე და დავკრემე. მოვრთე ჩამონაჭრების ნაფხვენებით, ძალიან გემრიელია!