შაქარს დავასხათ 50 მლ წყალი და დავადგათ დაბალ ცეცხლზე. როცა წამოდუღდება , დავამატოთ 1 სკ ლიმონის წვენი ან მწიკვი ლიმონმჟავა გავთქვიფოთ ოთახის ტემპერატურის 2 კვერცხის ცილა. როცა ცილა გამყარდება, ეტაპობრივად ვამატოთ ცხელი სიროფი, თან ვთქვიფოთ. როცა ბეზე გასქელდება, დავასხათ წინასწარ 100 მლ. წყალში ჩამბალი 15 გრ ჟელატინი. შემდეგ კი დავუმატოთ 30 გ დარბილებული კარაქი და ვანილი. 1-2 წთ კიდევ ავთქვიფოთ. სუფლე ჩავასხათ წინასწარ მომზადებულ ფორმაში, რომელშიც სამზარეულოს ცელოფანია ჩაფენილი. შემდეგ კი შევდგათ მაცივარში 2-3 სთ. მაცივრიდან გამოღებული სუფლე ამოვიღოთ ფორმიდან, მოვაშოროთ ცელოფანი და დავჭრათ მართკუთხედებად. შოკოლადს დავამატოთ 20 გრ. კარაქი და ორთქლზე გავადნოთ. დაჭრილი სუფლე ამოვავლოთ გამდნარ შოკოლადში ან მოვასხათ ზემოდან. გემრიელად მიირთვით!