1. სასურველი რაოდენობის კვერცხი მოათავსეთ ჯამში, მარილთან და პილპილთან ერთად კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ კარაქი. ურიეთ სწრაფად ორთქლის აბაზანაზე, სანამ ნაზ, კრემოვან მასას არ მიიღებთ. 2. გაცხელებულ ტაფაზე მოათავსეთ ბეკონის ნაჭრები, დაელოდეთ, რომ დაიბრაწოს. ხახვი და კიტრის მწნილი დაჭერით საშუალო სისქის მრგვალ ნაჭრებად. სოუსისთვის კი მაიონეზი და სრირაჩა გადაურიეთ ერთმანეთს, დაამატეთ 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი და მზადაა. 3. გახუხეთ შუაზე გაჭრილი ბრიოში. ორივე ნაჭერს წაუსვით სოუსი. ქვედა ნაჭერზე მოათავსეთ კიტრის მწნილის ნაჭრები, კვერცხი ცხელ მდგომარეობაში, ყველის ფირფიტა, შემწვარი ბეკონი, დაჭრილი ხახვი, ქინძი და დაახურეთ პურის მეორე ფენა.