დრო
1440წთ
ულუფა
6
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ
- მარილი - 1 ჩ.კ
- ქათმის სუნელები - 2 ჩ.კ (იყიდება სუნელების სექციაში)
- პაპრიკა - 2 ჩ.კ
- ქათამი - 2 კგ
- პილპილი
- ლუდი, უკეთესია მუქი - 1 ბოთლი
მომზადების წესები
მომზადებამდე ერთი დღით ადრე, ქათამი გავრეცხოთ, გავამშრალოთ.
შევურიოთ სანელებლები ერთმანეთში. ქათამს წავუსვათ ზეითუნის ზეთი და სუნელები. შევინახოთ მაცივარში 12-24 საათი.
ლუდის ბოთლი საპნიანი წყლით გავრეცხოთ და ეტიკეტი მოვაცილოთ.
გადმოვასხათ ლუდის 2/3 ცალკე ჭურჭელში. ბოთლზე ჩამოვსვათ ქათამი (რაც არ უნდა შემაძრწუნებლად ჟღერდეს :D ).
ღუმელი 170 გრადუსზე გავახუროთ და ცხაური ქვედა დონეზე დავამაგროთ. ბოთლი ქათმით ღრმა ფართო ჭურჭელში დავდოთ და შევდგათ ღუმელში 1.5 - 2 საათი. წვის დაწყებიდან ნახევარ საათში დავიწყოთ ქათამზე გადანახული ლუდის დასხმა. ეს 15-20 წუთში ერთხელ გავაკეთოთ. თუ ზემოდან სწრაფად იწვება, შეგვიძლია ქოლგის "ქუდი" გადავაფაროთ.
მზა ქათამი დაჭრამდე 20 წუთით დავასვენოთ. ასე ხორცი წვენს უკეთ შეინარჩუნებს.