ჯობს საუზმის მომზადება საღამოს დაიწყოთ. ჩირს დაასხით 100 მლ ადუღებული წყალი. აურიეთ კაკაო, სელის თესლი და შვრია, ამ მასას კი დაასხით კეფირი (ან იოგურტი). ამასობაში, დაჭერით ჩირი და დაუმატეთ სხვა ინგრედიენტებს. შედგით მაცივარში და გააჩერეთ დილამდე, დილით კი გემრიელად მიირთვით! ამ საუზმის დახმარებით უზღვავი ენერგია გექნებათ დღის პირველი ნახევრისთვის და მომნელებელი სისტემაც მოგიწესრიგდებათ. შეგიძლიათ, დაუმატოთ დარიჩინი.