ფქვილი ჩავაცრათ თასში, გავუკეთოთ ღრმული და ეტაპობრივად შევაზილოთ ცივ წყალში გახსნილი მარილი. შევკრათ მკვრივი ცომი, გადავახვიოთ ცელოფანში და ოთახის ტემპერატურაზე დავასვენოთ 20 წთ. (ახალბედა დიასახლისებს გეტყვით,რომ თავიდან ცომი არც ისე ლამაზი მოგეჩვენებათ). მეორე გადაზელის დროს ცომი უკვე იქნება რბილი. გადავზილოთ კარგად, თავდაუზოგავად და კიდევ დავასვენოთ 20 წთ. ვიმეორებთ 3-ჯერ, მაგრამ ცომს რომ დასერავთ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები და არ იქნება ერთიანი ელასტიური მასა, კიდევ გაიმეორეთ ეს პროცედურა, სანამ ლამაზ და მომხიბვლელ ცომს არ მიიღებთ.