შვრიის ფანტელს დავასხი 200-300 მლ ადუღებული წყალი, მოვურიე და დავასვენე, რომ აფუვდეს. ხახვი, ნიორი, მწვანილი, კარტოფილი, ბულგარული დავაბლენდერე. შვრიას შევურიე დაბლენდერებული ხახვი, ნიორი, მწვანილი, კარტოფილი, ბულგარული (შეგიძლიათ სტაფილოც შეურიოთ). დავაყარე 1/2 ჩკ სუნელი, წითელი წიწაკა, სვანური მარილი, მარილი. ფორმის მიცემისას ხელს ვისველებდი, ფქვილი არ გამომიყენებია, არც საფანელი. შევბრაწე ზეთში. უხდება ტყემალიც და საწებელიც. გემრიელად მიირთვით!