ვიწყებთ ვაშლით. სასურველია გამოიყენოთ ანტონოვკა ან მსგავსი ჯიში. გავთალე, გავხეხე და მოვაყარე შაქარი. დავტოვე. კვერცხის ცილა ავთქვიფე ოდნავ მარილთან ერთად, დავუმატე შაქარი, გავაგრძელე თქვეფა, შევათქვიფე კვერცხის გულები და ბოლოს ნიჩბით შევურიე ფქვილი გამაფხვიერებლით (ან 1 ჩკ სოდა ძმრით ან ლიმონის წვენით) და ვანილით. ფორმაში ჩავაფინე საცხობი ქაღალდი, გავანაწილე ვაშლის მასა და ზემოდან მოვასხი ცომი. შევდგი წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. გამოცხობის შემდეგ გავაცივე. გავჭერი ორად და შევაერთე ვაშლის მხარეებით. ზემოდან მოვაყარე პუდრა და გატარებული ნიგოზი. გაფორმება თქვენი ფანტაზიით შეგიძლიათ. მე გამოვაცხვე ფორმაში 30/40-ზე და გამოვიდა საკმაოდ მაღალი. 180 გრადუსზე, ქვედა წვით (შეიძლება ბოლოსკენ ზედაც ჩაურთოთ ცოტა ხნით თუ დასჭირდება), დაახლოებით ნახევარი სთ, დრო თქვენი ღუმელის მიხედვით განსაზღვრეთ. გემრიელად მიირთვით!