მოვზილოთ ცომი და გავყოთ 2 ნაწილად. მარგარინის 1 შეკვრა (250 გ) გავყოთ სამ ნაწილად. გავაბრტყელოთ ერთი ნაწილი და წავუსვათ მარგარინის 1 /3, გადავკეცოთ კონვერტისებურად, დავაფაროთ ცელოფანი და შევდგათ საყინულეში 20-25 წუთით. შემდეგ წავუსვათ ისევ მარგარინი და ისევ საყინულეში, მესამედაც დარჩენილი მარგარინი წავუსვათ და შევდგათ საყინულეში. ანალოგიურად დავამუშაოთ მეორე ცომის გუნდა. გამოვაცხოთ 3 დიდი და ერთი პატარა ფენა და დავკრემოთ. მოხარშული კრემი: ფქვილს დავუმატოთ შაქარი, 3 ჭიქა რძე, კარგად გავხსნათ, შემდეგ კიდევ - 2 ჭიქა რძე. ნელ ცეცხლზე მუდმივი მორევით მივიყვანოთ შესქელებამდე. ვადუღოთ 2 წთ და გადმოვდგათ. ცალკე ავთქვიოთ კარაქი და გაგრილებულ ფაფას შევათქვიფოთ, დავამატოთ ვანილი. გემრიელად მიირთვით!