კვერცხის გულს დავაყარე შაქარში შერეული სიმინდის სახამებელი, ავურიე კარგად და ეტაპობრივად დავასხი ცივი რძე, დავუმატე ვანილი, კარგად გავხსენი და წამოვადუღე დაბალ ცეცხლზე. ვურევდი სისტემატურად, ადუღებიდან 3 წთ დავაყოვნე. გავაციე ოთახის ტემპერატურაზე. 5 წთ გავთქვიფე კარაქი და შევურიე მოხარშული კრემი. გამოდის ძალიან მსუბუქი და უგემრიელესი!