მსხვილად დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო სიგრძეზე მოვათავსე ქვაბში, დავასხი წყალი და ნახევრად მოვხარშე, შემდეგ დავუმატე დანაწევრებული ყვავილოვანი კომბოსტო და ბრინჯი. ბოლომდე მოვხარშე. წყლის დამატებას თუ მოითხოვს, დაუმატეთ ანადუღარი წყალი. ცალკე ტაფაში ცხიმში ჩავშუშე, ჯერ დაჭრილი ხახვი და შემდეგ დავუმატე გრძლად დაჭრილი ბულგარულები. ორივე რომ მოიშუშა, დავუმატე ტომატის პასტა, პაპრიკა და კარგად მოვურიე. ეს მასა დავუმატე ქვაბში მოხარშულ ბოსტნეულის მასას. გავუკეთე გემოვნებით მარილი, ასევე დაჭრილი მწვანილი და ეს ყველაფერი ერთად 2 წუთი ვადუღე. სადილიც გამზადდა. არის საოცრად გემრიელი და სასარგებლო კერძი, თუ მოამზადებთ,კმაყოფილი დარჩებით.