ფქვილი და ცივი კარაქი (ან მარგარინი) კარგად გავაფხვიეროთ, მაწონში გავხსნათ სოდა, შემდეგ დავუმატოთ ფხვიერ მასას, ცომი კარგად დავამუშავოთ, ელასტიური ცომი უნდა მივიღოთ, მაცივარში დავაყოვნოთ დაახლოებით 2 საათი. შემდეგ მოვამზადოთ შიგთავსი: ფქვილი მოვხალოთ ტაფაზე, შემდეგ გადავიტანთ ჯამში, დავუმატოთ კარაქი, შაქარი და ვანილი. კარგად გავაფხვიეროთ მასა. ცომი გავყოთ 2 ტოლ ნაწილად, გავაბრტყელოთ, წავუსვათ კვერცხის ცილა, გადავანაწილოთ შიგთავსი და გადავახვოთ რულეტივით, ზემოდან წავუსვათ კვერცხის ნარევი, დავჭრათ სასურველ ზომაზე და გამოვაცხოთ 180°ზე 30-35 წთ. უგემრიელესი ხრაშუნა ქადები მზადაა!